
,,მაესტრომ" გიორგი ისაკაძის შეთავაზება არ მიიღო. ტელეკომპანიის
დირექტორის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილება შეუჩერდათ
: ბიზნეს-გადაცემების მთავარ პროდიუსერს-თამარ ქემერტელიძეს, თელარა
გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს. ხელმძღვანელობა
მათ შრომითი ხელშეკრულების იმ პუნქტებს ახსენებს, რომელიც დასაქმებულს
ავალდებულებს გაუფრთხილდეს "დამსაქმებლის საქმიან
რეპუტაციას".ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ყოვლად დაუშვებელია
მოქმედმა თანამშრომლებმა მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მიიღონ
მონაწილეობა კონკურენტი ტელეკომპანიების თოქშოუებში, სადაც შპს
"მაესტროს" საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული
ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება. იმ ფონზე, რომ ამ
თანამშრომლებს საკუთარ არხზე აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება
აქვთ.