
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის
განცხადებით, იმ პერიოდში, როცა პოლიტიკიდან წასული იყო, პროფესიით
იყო დაკავებული
."ახალი თაობის" კითხვაზე, რას აკეთებდა ამ პერიოდში და რა პოზიციაზე
ხედავს ახალ გუნდში თავის თავს, კოღუაშვილი აცხადებს, რომ
ხელმძღვანელობდა რეფორმების ჯგუფს, რომელმაც სერიოზული საქმეები
გააკეთა ქვეყნისთვის.მისი თქმით, მისთვის პოლიტიკურ პროცესებში
მონაწილეობა უცხო არ არის და გუნდი სადაც საჭიროდ ჩათვლის მისი
რესურსის და ენერგიის გამოყენებას, მზადაა ემსახუროს ქვეყანას.
კოღუაშვილი ,,ქართული ოცნების" წარმატებაში დარწმუნებულია