სიახლეები
ნაპოვნი ცხედარი კახეთში
ლაგოდეხის რაიონში მსხალგორის მთაში სავარაუდოდ ხუთი თვის წინ დაკარგული მამაკაცის ხედარს მიაგნეს. თუმცა ჯერ ეს არ დადასტურებულა . როგორც შსს აცხადებს ექსპერტიზის დაწყება რამდენიმე საათში მოხერხდება. ლაგოდეხის ტყეში სამი მონადირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის იანვარში გავრცელდა. ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ 26 წლის ლევან ჯალალოვთან ერთად დაკარგულები არიან მისი ნათესავები, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში მხცხოვრები ავთო და დათო სამხარაძეები. ისინი ლაკოს ხეობაში სანადიროდ 2016 წლის 28 დეკემბერს წავიდნენ. სამაშველო სამსახურმა ძებნა 5 თვის შემდეგ 19 მაისს შეწყვიტა
Print