
კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს გუშინ ღამით ბრალი წაუყენეს.
არცერთი მათგანი ამ დრომდე დაკავებული არ არის
. ინციდენტში მონაწილე პირების ადვოკატები ადასტურებენ, მათი დაცვის
ქვეშ მყოფი პირების მიერ ჩადენილ ცემის ფაქტს. კორცხელის ინციდენტში
მონაწილე 5 პირს გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის ფაქტს, ხოლო ერთ პირს
ხულიგნობას, რომელიც ჩადენილია იარაღის გამოყენებით ედავება. საკითხზე
კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა ,,აჭარის" ტელევიზიაში გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, კორცხელის დაპირისპირება იყო რეპეტიცია
საპარლამენტო არჩევნების წინ და მომხდარზე სახელმწიფოს სათანადო
რეაგირება უნდა მოეხდინა.მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის აქტიურად
იქნება ჩართული ამ პროცესში ზედამხედველობის თვალსაზრისით.