
ნიკა გვარამიას განცხადებით რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე
ნათია გუჯაბიძე თაღლითობისთვის იდევნება.გვარამიას თქმით 2014 წელს
გუჯაბიძეს გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით
, რომ მას არ ქონდა საცხოვრებელი თბილისში, თუმცა აღმოჩნდა რომ მას
სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან. გვარამიას
განცხადებით საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამ
ინფორმაციით მიმდინარეობს ზეწოლა ნათია გუჯაბიძეზე. გვარამიას
ბრალდებას გუჯაბიძის დედამ უპასუხა. მანანა დოლიძე, ადასტურებს, რომ
მას თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე არსებული ბინა ნამდვილად ჰქონდა
გაქირავებული და თანხას სახლემწიფო უხდიდა. იუსტიციის უმაღლესი
საბჭოში მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინურ დარღვევაზე კომენტარს
ამ დრომდე არ აკეთებენ.