
რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს ნიკა გვარამია თაღლითობაში
ადანაშაულებს. ინფორმაციის წყაროს გვარამია არ აკონკრეტებს, თუმცა
აცხადებს
, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობისთვის იდევნება. გვარამიას
ინფორმაციით, 2014 წელს გუჯაბიძეს გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან
სახსრები იმ მოტივით, რომ მას არ ქონდა საცხოვრებელი თბილისში და
სამოსამართლო საქმის განხორციელებისთვის ჭირდებოდა ანაზრაურება.
გვარამიასვე ინფორმაციით, აღმოჩნდა რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას
ქირაობდა საკუთარი დედისგან.პროკურატურამ უპასუხა ნიკა გვარამიას და
განმარტა, რომ მოსმართლე ნათია გუჯაბიძის სახელზე არასდროს შესულა
საჩივარ-განცხადება და მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და არც
სისხლის სამართლებრივი დევნა.