
პანკისში მცხოვრები ბავშვებისთვის პირველი ივნისი მშობლების გარდა
არავის მიულოცავს. ხეობაში ბავშვებისთვის გასართობი ადგილი თითქმის არ
არსებობს
. არასრულწლოვანები ბურთზე, ფრენბურთის მოედანსა და სასრიალოებზე
ოცნებობენ. პირველი ივნისი წეროვანში მცხოვრებმა ბავშვებმაც აღნიშნეს.
მათი ოცნებაა აღარ დაკარგონ საყვარელი ადამიანები და საკუთარ სახლებში
მალე დაბრუნდნენ.ბავშვთა საერთაშორისო დღე, დიმიტრი ცინცაძის ფონდმა
საქველმოქმედო აუქციონით აღნიშნა. მათ გაყიდული ნივთებიან შემოსული
თანხა ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად
გადაირიცხება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზოოპარკი
მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს. ღია ცის ქვეშ ახალი საბავშვო
მინი პარკის გახსნას დედაქალაქის მერი ზოოპარკის დირექტორთან ერთად
დაესწრო.