
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის
გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ ადამიანის უფლებათა
დაცვის კომიტეტში
. დოკუმენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარადგენს. კომიტეტზე
განხილვის შემდეგ კი, მას სავარაუდოდ კვირის ბოლოს, უკვე რიგგარეშე
სესიაზე უყრიან კენჭს. უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტში ცვლილებები
შეიტანოს. ჯერჯერობით უცნობია დაუჭერს თუ არა ცვლილებებს მხარს
,,ნაციონალური მოძრაობა".