სიახლეები
გიორგი ისაკაძე მაესტროდან გაათავისუფლეს
ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემები -,,ბიზნესკონტაქტი", ,,საქმიანი დილა" და ,,ანალიტიკა" ავტორის გარეშეა დარჩენილი . გიორგი ისაკაძემ, ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არხის გენერალური დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო. ბრძანებაში ნათქვამია, რომ შპს სტუდია მაესტროს აღნიშნული გადაცემები, კომპანიის კომერციულ და ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოაგენს. სხვა რამდენიმე მიზეზთან ერთად, გიორგი ისაკაძესთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილების მიზეზად - პროექტების ე.წ. აუთსორსზე გასვლა სახელდება, თუმცა ბიზნესის გუნდმა აუთსორსზე გასვლის საკითხი 2017 წლის 15 იანვრამდე გადადო. არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია კიკაბიძის შეფასებით, ეს არის გეგმა, "მაესტროს" პრინციპული ადამიანებისგან გაწმენდისა. ისაკაძე სამართლებრივ გზას ირჩევს, გუნდი კი საკუთარ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
Print