სიახლეები
მამუკა ღლონტის და ეკა აკობიას განცხადება
გიორგი ისაკაძის ტელეკომპანია "მაესტროდან" გათავისუფლების ფაქტს, არხის წილის მფლობელები - მამუკა ღლონტი და ეკა აკობია განცხადებით ემაურებიან . გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად - "მივმართავთ ,,მაესტროს" ჟურნალისტებს - გიორგი ისაკაძის "მაესტროდან" გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს ,,ქართული ოცნება", ,,იმედის" მეპატრონის, ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ ,,მაესტროს" სახელისუფლებო არხად გადაქცევა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში ,,ირაკლი რუხაძე და კომპანია" აუცილებლად დაცლის ,,მაესტროს" პრინციპული ადამიანებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
Print