სიახლეები
რუსთავი 2-ის საქმე
სააპელაციო სასამართლოში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს . ცოტა ხნის წინ, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორს სასამართლოს დარბაზი დაატოვებინეს, რასაც, პროტესტის ნიშნად, დამსწრეების ნაწილის მხრიდან სხდომის დატოვება მოჰყვა. გვარამიანსთვის უცნობია დარბაზის დატოვების მიზეზი. არხის გენერალური დირექტორის ადვოკატის თქმით კი, გვარამია გააძევეს დარბაზიდან მას შემდეგ რაც კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის კითხვას პასუხობდა.
Print