
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ
სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად
, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების
მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახი მოინახულა. მარგველაშვილი კოლეგა
სტუმართან ერთად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის მკვიდრებსაც შეხვდა.
პრეზიდენტი ადგილობრივებს დაპირდა, რომ მალე გადაადგილებას
პრობლემების გარეშე შეძლებენ.