
არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი კანონდებლებმა კი ამ დრომდე არ იციან
რა მოდელით ჩატარდება კენჭისყრის პროცედურა 8 ოქტობერს. საარჩევნო
სისტემის გერმანული მოდელი დეპუტატების ურავლესობამ დაიწუნა
. დღეს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა სადაც რესპუბლიკური
პარტიის ინიციატივა განიხილეს. გერმანული მოდელის მხარდაჭერის
შემთხვევაში იცვლება მანდატების განაწილების წესი, კონკრეტულად კი
პარტია პარლამენტში იმდენ ადგილს მიიღებს რა პროცენტულ მაჩვენებელსაც
დააგროვებს პროპორციული სისტემის შედეგად.