სიახლეები
ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებები
ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ დოკუმენტში კომისიის ექსპერტები თავიანთ მოსაზრებაში დეტალურად აღწერენ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. კომისიამ დოკუმენტში საბოლოო შესწორებები 9 მარტს ვენეციაში, 94–ე პლენარულ სესიაზე შეიტანა. მმართველი გუნდისთვის დოკუმენტი მისაღებია. საპარლამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება, გამოიყენებს თუ არა მარგველაშვილი ვეტოს უფლებას.
Print