
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გიორგი მარგველაშვილის
მოწვევით ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს
. განსახილველ საკითხებს შორის არის: მზადება ნატო-ს ვარშავის
სამიტისთვის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უსაფრთხოების გარემო
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში. ამ კონტექსტში, როგორც
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, საუბარი
შეეხება ხურჩაში ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის - გიგა
ოთხოზორიას მკვლელობის საკითხსაც. სხდომას ესწრებიან საბჭოს მუდმივი
წევრები.