
იგეგმება თუ არა სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ აეროდრომის
მშენებლობა, საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები დღეს ბიზნნესმენ
თემურ უგულავას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მედიასთან ერთად ჩავიდნენ
. კომიტეტის წევრების ინფორმაციით აეროდრომის მშენებლობა დაუშვებელია
რადგან პროექტის განხორციელება მცხეთის, იუნესკოს ისტორიული ძეგლების
ნუსხიდან ამოღებას განაპირობებს. ,,მაესტრო"ბიზნესმენის
წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მათი განმარტებით აღნიშნულ ტერიტორიაზე
აეროდრომის მშენებლობა არ იგეგმება, ასევე თემურ უგულავას
წარმომადგენელი აცხადეს რომ ინფრსტრუქტურული პროექტი სასტმროს
მშენებლობას ითვალისწინებს რომელიც იუსნესკოსთან შეთანხმებული იქნება,
მისი ინფორმაციით ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია.