
ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების ფაქტს არ
ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
. ვახტანგ გომელაურის განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება რომელსაც
სამხედრო პოლიცია აწარმოებს. გასული დღეების განმავლობაში
გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, გომელაურის
ინფორმაციით იმის შედეგია, რომ კანჯიოღლი რამდენჯერმე დააკავეს და
დაკითხეს, თუმცა სახლიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე ის
გაათავისუფლეს.