
საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელის" პროექტს განხილავენ ამ
წუთებში კანონმდებლები რამედენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე
. პროექტს -კომიტეტის წევრებს დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე აცნობს.
ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო სისტემაში არსებული მანდატების
გადანაწილების წესის ცვლილებას.ცვლილეების მიხედვით პარლამენტში 73
დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით
აირჩევა, თუმცა სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება
დამოკიდებული იქნება თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის
პროპორციული სისტემით.