
დააკავეს თუ არა გიგა ოთხოზორია მკვლელობაში ბრალდებული
-მთავარი საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელები სხვადასხვა
ინფორმაციას ავრცელებენ. სუს-ის ხელმძღანელი ამბობს, რომ რაშიდ
კანჯიოღლი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს, ამავეს ადასტურებს
სახელმწიფო მინისტრი-პაატარა ზაქარეიშვილი. მთავარმა პროკურორმა
ეჭვმიტანილის დაკავების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა, დევნილთა
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დაკავება მხოლოდ ერთდღიანი იყო და
კანჯიოღლი ახლა სოხუმშია და თავისუფალია.