სიახლეები
გიგა ოთხოზორიას დაკრძალვა ზუგდიდში
ზუგდიდში, ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას კრძალავენ. დადიანების კარის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი დარულდა . ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს მოკლეს. დაკრძალვაზე, ზუგდიდში მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლში მოთხოვნა გადაგზავნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების თაობაზე, თუმცა ინტერპოლიდან დასტური ჯერჯერობით არ მოსულა.ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ამბობს რომ ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია, ნაწილი კი ინფორმაციიის ოფიციალურ დასტურს ელოდება.
Print