
26 მაისს აღნიშნავენ საქართველოს რეგიონებშიც. წელს პირველად ფიცის
დადების ცერემონია დედაქალაქთან ერთად ხუთ რეგიონში ერთდროულად
მიმდინარეობდა
. ქუთაისში, გორში, თელავში და ბათუმში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა,
ასევე სხვადასხვა სახის 10-მდე კულტურული და სპორტული ღონისძიებები
მიმდინარეობს.ბათუმში დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი, საზეიმო აღლუმით
გაიხსნა. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კოსტუმირებული მსვლელობა
- უკრაინის, პოლონეთის, ლიტვის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის და
საქართველოს შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ქალაქის ქუჩებში მოაწყვეს. დღის
ბოლოს დაგეგმილია კონცერტები და ფოიერვერკი.