
26 მაისისთვის მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავილის გამზირსა და
თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე ყველა სამინისტრო და
კერძო კომპანიები საკუთარი სტენდით არიან წარმოდგენილები
. რუსთაველის გამზირზე სახალხო მსვლელობა მიმდინარეობს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით , სხვადასხვა გასართობი
ღონისძიებები იმართება. მათ შორის , ყვავილების ფესტივალი -
პარლამენტის წინ. ეკონომიკის სამინისტრომ ტექნოლოგიების განვითარების
ქართული ნამუშევრები წარმოადგინა. კულტურის სამინისტროს ინიციატივით
კი ღონისძიებაში მოძრაობის თეატრი და ქართველი მომღერლებიც
ჩაერთნენ.