
პროექტი, სახელწოდებით "მომავლის კაფსულა" პრემიერ მინისტრმა დღეს
საზეიმოდ რუსთაველის გამზირზე განათავსა
. დღეიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს საშუალება
ექნებათ ქვეყნის საკუთარი ხედვა და სურვილები ვიდეოს ან ფოტოს სახით
აჩვენონ, თუ როგორი წარმოუდგენიათ საქართველო. პრემიერ მინისტრის
თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის,
რომ თითოეული მოქალაქის სურვილი ასრულდეს.