
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში და საქართველოს 5
რეგიონში, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
. რეკრუტების ფიცი თბილისში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩაიბარა.
ცერემონიალს მთავრობის მეთაური, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა
კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წევრები
და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ფიცის დადების ცერემონია შედგა
კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში.