
,,გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.ვულოცავ ამ
დღეს მთელ საქართველოს, ჩვენს ყველა თანამემამულეს
. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ, ვისაც
უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის
განმტკიცებაში. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, საქართველოს
ჯარისკაცებო. დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღელვებელია
წვევამდელებისთვის. დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით
ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით
ვალს სამშობლოს წინაშე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი
კვირიკაშვილმა. პრემიერის განცახდებით ჩვენს ქვეყანას უნახავს ბევრი
ტკივილი და გამარჯვება, მაგრამ დღევანდელი დღე იმის გარანტიაა, რომ
ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში.