სიახლეები
ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების მეთაურის მილოცვა
ახალწვეულებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაური გენერალი ჯონ ნიკოლსონი . ,,1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მსოფლიო სტრატეგიული რეგიონი.მოგესალმებით და გილოცავთ ამ დღეს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველო იყო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორი, კოსოვოს ერაყის და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. ის ემსახურება საერთო მიზანს, ემსახუროს საერთაშორისო მშვიდობას და სტაბილურობას. ჩვენ ამერიკელები ვამაყობთ ქართველებთან მეგობრობით, ჩემთვის როგორც ამერიკელი გენერლისთვის დიდი პატივია ვმეთაურობდე ქართველ ჯარისკაცებს.ავღანეთში მისიის დაწყების დღიდან ქართველები ყველაზე უფრო ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ნატოს მშვიდობის პროგრამებში",- განაცხადა ჯონ ნიკოლსონმა.
Print