
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების
მოედანზე - წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია მიმდინარეობს
. ადგილზე წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა და დღევანდელი დღისადმი
მიძღვნილი ატრიბუტიკა. რამდენიმე წუთში დაიწყება სამხედრო ორკესტრების
მსვლელობა. სამხედრო დანაყოფებს ქვეყნის პრემიერ-მინსიტრი, პრეზიდენტი
და თავდაცვის მინისტრი მიმართავენ. ფიცის დადების ცერემონია
დედაქალაქის გარდა ხუთ თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. დღევანდელ
დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.