
მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში ჩამოსვლა დაანონსა. "დავბრუნდები და
პროცესებში აქტიურად ჩავერთვები," - ამბობს ოდესის გუბერნატორი
, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს. ემიგრაციაში
მყოფი პრეზიდენტის განცხადებას მმართველ გუნდში არასერიოზულად
აღიქვამენ. სააკაშვილი საქართველოში ძებნილია და საქართველოს
მოქალაქეობა არ აქვს. უკრაინელი ჩინოვნიკი ოცნების ხელისუფლების
დასრულებას და ნაციონალურ მოძრაობაში ახალი სახეების გამოჩენას
აანონსებს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამბობს რომ კონკრეტულ პირებთან
მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია.