
"ნაციონალური მოძრაობიდან" წასულებმა დამოუკიდებელი აქტივობა დაიწყეს.
გიორგი ვაშაძე გურიაში ახალგაზრდებს შეხვდა და ჩოხატაურის
მაჟორიტარობის
კანდიდატად გურამ ჩალაგაშვილი წარუდგინა. ყოფილი ნაციონალები ახალი
პარტიის დასაკომპლექტებლად ემზადებიან. პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს
ნაცონალური მოძრაობიდან წასული ანდრო ბარნოვიც. ის ვაშაძის გუნდის
სახელით ახალციხეში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.