
დეპუტატმა ნიშნიანიძემ მმართველი გუნდი დატოვა საპარლამენტო ოპოზიციის
ნაწილმა კი პარლამენტი. ნიშნიანიძე მეჭიაუის პარტიაში გაწევრიანებას
აანონსებს
. საკანონდელო ორგანოში დღე ხმაურით დასრულდა, გამოცხადდა ბოიკოტიც.
განხილულ იქნა კორცხელის ინციდენტი, ხურჩაში მოხდარი მკვლელობა და 26
მაისის სისხლიანი ღამე. 25 მაისს ჩვენს მიერ არჩეულებმა კანონების
განხილვის ნაცვლად საპარლამენტო დარბაზი ურთიერთბრალდებებისა და
მუშტი-კრივისთვის გამოიყენეს.