
ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში პლენარული
სხდომა. უმრავლესობის დეპუტატებმა 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის
დროს გარდაცვლილები გაიხსენეს
და მათ პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. წუთიერი დუმილისთვის არ
წამომდგარან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რასაც მმართველი გუნდის
წევრის, ოთარ ჩრდილელის მხრიდან მათდამი რეპლიკა მოჰყვა, შემდეგ კი
დეპურტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.