
თბილისში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მეათე
კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრებში მონაწილეობისთვის საქართველოში
იმყოფება
ეუთო-ს გენერალური მდივანი და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის
თავმჯდომარეც. დღეს მონაწილეებს სიტყვით პრეზიდენტი და პრემიერი
მიმართავენ. მანამდე კი კონფერენციის მნიშვნელობაზე თავდაცვის
მინისტრმა ისაუბრა. თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა ლიტვის, ლატვიის და
ესტონეთის თავდაცვის მინისტრებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს
საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ქვეყნის
მიღწევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა იმ წვრთნების მნიშვნელობაც,
რომელიც საქართველოში ნატო-ს ეგიდით ტარდება.