
თბილისი თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციას
მასპინძლობს. კონფერენციას მაღალი რანგის სამხედრო პირები და
დიპლომატები ესწრებიან
. ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა
ხიდაშელმა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე
პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
გახსნა. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური
წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. მან მედიასთან ვარშავის
სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა.