
შერიგებისა და თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხურჩის
ტრაგედიასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას
, დღეს კიდევ ერთხელ იხსენებს და ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის
პირს, მსგავსი ფაქტების შეფასებისას, მეტი დილომატია მართებს. პაატა
ზაქარეიშვილი სოფელ ხურჩაში გარდაცვლილ გიგა ოთხოზორიას დაკრძალვაზე
ჩასვლას გეგმავს. შინაგან საქმეთა მინისტრი დამნაშავის უმკაცრესად
დასჯას ითხოვს. სადამკვირებლო მისია კი საქმის დეტალებს სწავლობს.