სიახლეები
„ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ,,ღირსეული პარტნიორის" საჩვენებელი სწავლება დასრულდა . სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაცია - ობიექტზე შეტევის ამოცანა შეასრულეს. წვრთნაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა და ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ, ავიაციამ და არტილერიამ. სწავლება მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წამომადგენლები დაესწრნენ.
Print