
ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ,,ღირსეული პარტნიორის"
საჩვენებელი სწავლება ვაზიანის პოლიგონზე დასრულდა
. სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაცია -ობიექტზე შეტევის
ამოცანა შეასრულეს. წვრთნაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა და
ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ, ავიაციამ და არტილერიამ. სწავლება მიზნად
ისახავს ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში
მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის
გაღრმავებას. დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წამომადგენლები
დაესწრნენ.