სიახლეები
კორცხელის ინციდენტი
კორცხელის საარჩევნო უბანთან დაპირისპირებას პოლიცია სწავლობს. ძალოვან უწყებაში დაზარალებულებისა და ჩხუბის მონაწილეების გამოკითხვა მიმდინარეობს . საჯარო მოხელეთაგან კი მხოლოდ ერთი სამეგრელოს გუბერნიის წარმომადგენელი დაკითხეს. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ"პროკურატურასაც მიმართა და ჩხუბში მონაწილე პირების შესახებ საკუთარი მტკიცებულებები წარუდგინა. პრემიერი პოლიტიკაში მუშტი-კრივს გმობს და მომავალი არჩევნებისთვის სამართალდამცველთა მეტ მობილიზებაზე საუბრობს. ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი. იან კელი დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს. ამბობს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია. პოლიტოლოგებმა კორცხელის საარჩევნო უბანთან განვითარებულ პროცესებს საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია უწოდეს.
Print