
,,ის რაც მოხდა კორცხელში მიუღებელია , მუშტი-კრივით არ უნდა
გადაწყდეს, მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად"
. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
განაცხადა. ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ კი მის მიმართა არსებულ
ბრალდებებს საარჩევნო უბანთან სპორტსმენების მობილიზებასთან
დაკავშირებით სასაცილო უწდა. ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გმობენ
როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე საკანონმდებლო ორგანოს
წარმომადგენლები. მომხდარი დაპირისპირების გამო ქართულ ოცნებას
მწვავედ აკრიტიკებს რესპუბლიკური პარტია.