
მესამე სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ათ
პუნქტიანი ანგარიში მოამზადა. მათი განცხადებით იმისათვის რომ საბჭოს
საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ობიექტური
, მედია საშუალებებს უნდა მიეცეთ უფლება სრულად გადაიღონ იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობები. არასამთავრობოები ასევე
ითხოვენ, რომ მედიას მიეცეს უფლება სრულად გადაიღონ მოსამართლეთა
კანდიდატების შერჩევის პროცესი. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების
განცხადებით მათ მიერ მომზადებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს
საბჭოს საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და მათ მიერ მიღებული
გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული.