
"ქართული ოცნება "ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ"
"ზონდერებს" ასახელებს. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"
პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა მამუკა მდინარაძემ იმ პირთა ფოტოები
წარმოადგინა
, რომლებიც მისი თქმით, კორცხელში მომხდარ ინციდენტში გიგა ბოკერიას
დავალებით მოქმედებდნენ. რაც შეეხება სპორტსმენებს, რომლებიც ჩხუბში
მონაწილეობდნენ, მდინარაძის თქმით, ისინი "ქართული ოცნების" პარტიის
წევრები არიან და იქ სწორედ ამ სტატუსით იმყოფებოდნენ.