
ოკუპირებულ ახალგორთან ახლოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე
დისლოცირებული ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის კუთვნილი ავტობუსი გზის
სავალი
ნაწილიდან გადავარდა. შედეგად 6 მოქალაქე გარდაიცვალა 19 კი
დაშავდა.
გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც სამხედრო მოსამსახურეები არიან.
ავარიის მიზეზად
3 ვერსია განიხილება - ნისლი და ცუდი ხილვადობა; ავტობუსის ტექნიკური
გაუმართაობა
და რთულ რელიეფში გადაადგილებისას მძღოლის გამოუცდელობა.