
თავდაცვის მინისტრი ,,დელტას" ხელმძღვანელის გადაყენებას ადასტურებს.
თუმცა თინა ხიდაშელის განცხადებით
თუ ,,დელტაში" დარღვევები თუ არ გამოვლინდება, უჩა ძოძუაშვილი
სამსახურში დაბრუნდება. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მოკვლევის
დაწყების მიზეზი საზოგადოების მაღალი ინტერესი გახდა.უჩა ძოძუაშვილი
მზად არის დელტაში უფლებამოსილების შესრულება განაგრძოს-ეს განცხადება
დელტას ხელმძღვანელმა თავდაცვის მინისტრის საპასუხოდ გააკეთა. მან
იმედი გამოთქვა, რომ გენერალური ინსპექცია მოკვლევას დამოუკიდებლად
განახორციელებს.