
ზიკას ვირუსის გავრცელება ევროპის კონტინენტზე მოსალოდნელია.
ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს
. სტატიის ავტორის თქმით ევროპაში რისკ ზონები შავი ზღვის,
საბერძნეთისა და მადეირას სანაპიროებია, სადაც ვირუსის გადამტანი
მწერი "აედეს აეჯიპტი" ბინადრობს. შავი ზღვის სანაპირო ზოლში
საქართველო და რუსეთის ნაწილია მოხსენიებული. საქართველოს დაავადებათა
კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მათ თავად მიაწოდეს ინფორმაცია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ამის შესახებ. ასევე ჩაატარეს
კვლევები დასავლეთ საქართველოში და ორი ადგილი აღმოაჩინეს, ესენია:
ქალაქ ზუგდიდთან და აჭარასთან ახლოს სადაც ეს მწერი ბინადრობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლელის პაატა იმნაძის თქმით
მიუხედავად იმისა რომ კოღო საქართველოში ბინადრობს დაავადების
გავრცელების საფრთხე საქართველოში არ არსებობს.