
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური
დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
. გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების
გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებია. თინათინ ხიდაშელის
განმარტებით საქმის შესწავლის შემდეგ თუ არ დადასტურდება რაიმე
დარღვევა უჩა ძოძუაშვილის მხრიდან, ის სამსახურში აღდგება. კახეთის
მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ
"დელტამ" სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ
გამოიყენა.