სიახლეები
ე.წ. გერმანული მოდელი
ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელს განიხილავს. მოქმედი საარჩევნო სისტემის ალტერნატიული ვარიანტი , ე.წ. გერმანული მოდელი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. წინასწარ ცნობილია მმართველი გუნდის პოზიცია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ სახით შემოთავაზებული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი კანონპროექტი რომელიც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს მიესალმებიან.
Print