
საბავშვო ბაღის გათავისუფლებული დირექტორები მერიის მხრიდან პოლიტიკურ
გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და სასამართლოში საჩივრის შეტანისთვის
ემზადებიან
. მათი მტკიცებით, ბრალდება თითქოს მათი სამსახურიდან დათხოვნა
პროცედურული დარღვევების გამო მოხდა, აბსურდულია. ბაღების 4
ხელმძღვანელი გუშინ, დღის ბოლოს გაათავისუფლეს. გათავისუფლებული
დირექტორები აცხადებენ, რომ მათი დევნა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.