
"ეროვნული ფორუმი" საქართველოს პრეზიდენტს ე. წ. კაბელების საქმეზე
მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით მიმართავს
. როგორც "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ პარტიის ცენტრალურ
ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის იურისტებისა და
სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან
დაკავშირებით დამდგარი განაჩენი მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო
მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას.