
არსებული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ ამჯერად იურისტები გამოდიან.
კონსტიტუციონალისტთა ერთმა ნაწილმა
, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. იურისტებს ორი მოთხოვნა
აქვთ: გაუქმდეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და
არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი მაჟორიტარული და პროპორციული
არჩევნების შედეგების ერთმანეთზე მექანიკური დამატება.