
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ხელფასების ზრდას და
სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს
როგორც ისინი აცხადებენ, მათ რამდენჯერმე მიმართეს ხელმძღვანელობას,
თუმცა უშედეგოდ. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად ადმინისტრაციას 21 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ
შემთხვევაში კი გაფიცვით იმუქრებიან.