სიახლეები
17 მაისის მანიფესტი
თამაზ მეჭიაურმა რესპუბლიკის მოედანზე ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. კანონმდებელთა ნაწილმა ფაქტი უკვე დაგმო . შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ უფლებადამცველებიც. იმის გამო რომ წუხელ ათი ლგბტ პირი ტრანსფარანტების გაკვრისთვის გამთენიისას პოლიციამ დააკავა, მესამე სექტორის წარმოადგენლებს დღის გატარება საქალაქო სასამართლოში მოუხდათ. სასამართლო პროცესის პარალელურად აქტივისტთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან ჰომოფობიური ენის გამოყენების საკითხის დაუყოვნებლივ შესწავლას მოითხოვს.
Print